Monday, June 18, 2012

ქართული ენის დიალექტები


 პროექტის სახელწოდებაქართული ენის დიალექტები
პროექტის მთავარი იდეა:  ქართული დიალექტების გაცნობა, ლიტერატურულ ენასა და კილოების ურთიერთმიმართებაზე დაკვირვება,  მათ შორის მსგავსება-განსხვავების დანახვა.
პროექტის აქტუალობამოსწავლეები გაეცნობიან ქართული ენის დიალექტებს, შეიტყობენ, რომ საქართველოს გარდა სხვაგანაც საუბრობენ ქართულ დიალექტზე. მაგალითად, ფერეიდანში, იმირხევსა და საინგილოში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა მშობლიურ ენასთან ერთად შემოგვინახეს იქაური განსხვავებული დიალექტებიც. 
პროექტის მიზნები: პროექტის მიზანია მოსწავლეთა დაინტერესება მშობლიური ენითა და მისი დიალექტებით. იგი ხელს შეუწყობს მოზარდების ცოდნის დონის ამაღლებას. რაც მთავარია, ისინი  გამოიყენებენ ცოდნის მიღების ისეთ მეთოდს, როგორიცაა ‘’სწავლა კეთებით“.
მონაწილეთა ასაკი: მე-7 კლასის მოსწავლეები
ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
ტაო-კლარჯეთი
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები დაინტერესდებიან ქართული ენის დიალექტებით, საზაფხულო არდადეგების დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩაიწერენ დიალექტურ ფორმებს, უფროსების დახმარებით შეეცდებიან მათი მნიშვნელობების გარკვევასა და დაზუსტებას, ამასთან, წერილობითი ფორმით წარმოადგენენ  თავიანთ შეხედულებებს, მოსაზრებებსა და გამოკვლევებს; წაიკითხავენ და მეგობრებსაც გააცნობენ მწერალთა იმ ნაწარმოებებს, რომლებშიც ამა თუ იმ კუთხის დიალექტებია გამოყენებული; ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ ფოტო, აუდიო და ვიდეომასალას  თავიანთი მშობლიური სოფლისა და კუთხის შესახებ და  პრეზენტაციის სახით გააცნობენ თანაკლასელებს. ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ,  გარდა დიალექტისა, კიდევ რით განსხვავდებიან ამ კუთხის მცხოვრებნი სხვებისაგან; მოსწავლეები გაიგებენ იმას, რომ კილოები სალიტერატურო ენის გამდიდრების ცოცხალი მასაზრდოებელი წყაროა. ისინი შეეცდებიან, მოიძიონ და თანაკლასელებს გააცნონ ის სიტყვები, რომლებიც სალიტერატურო ენაში სწორედ მათი კუთხის დიალექტიდან შევიდა.
 პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, მოსწავლეთა ჩანაწერები, ფოტოპარტი, კინოაპარატი.
პროექტის მსვლელობა:
პროექტის ხელმძღვანელი: რუსუდან ნათენაძე



პროექტის ბლოგი: http://rusudannatenadze.blogspot.com/

No comments:

Post a Comment